2 წლის და 5 თვის წინ
ცნობილია! - რა თანხის გადახდა მოუწევს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას “ბარსელონასთვის”
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 19 წლოს ნახევარმცველმა, პაბლო გავიმ საქართველოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას “ბარსელონასთვის” კომპენსაციის სახით 7.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ცნობისთვის, გავიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 19 წლის ფეხბურთელი მოედანს დაახლოებით 8 თვეში დაუბრუნდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ