2 წლის და 1 თვის წინ
“ალ ჰილალმა" ნეიმარის შემცვლელი "ბარსაში" იპოვა
“ალ ჰილალმა" ნეიმარის შემცვლელი "ბარსაში" იპოვა

როგორც მოგეხსენებათ, “ალ ჰილალის” 31 წლის ბრაზილიეომა შემტევმა, ნეიმარ ჯუნიორმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც სეზონის ბოლომდე უქმად ყოფნა მოუწევს.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაბული გუნდი ნეიმარის შემცვლელად “ბარსელონას” 26 წლის ვინგერს, რაფინიას განიხილავს.

დიდი ალბათობით, “ალ ჰილალი” შეთავაზებას ზამთარში გააკეთებს.

საგულისხმოა, რომ რაფინიამ ზაფხულში არაბული გუნდების შემოთავაზებაზე უარი თქვა.

ცნობისთვის, 26 წლის ბრაზილიელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები