3 წლის და 6 თვის წინ
"ბარსელონას" სავარაუდო XI "კადისთან" მატჩისთვის
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" დღეს ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩი ელოდება "კადისის" წინააღმდეგ.
SPORT-ის ვერსიით, "ლურჯ-ბროეულისფერთა" თერთმეტეული დღეს შემდეგნაირი იქნება.
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: ჟიულ კუნდე, ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი, ალეხანდრო ბალდე
ნახევარდაცვა: ფრანკ კესიე, ფრენკი დე იონგი, პაბლო გავი
თავდასხმა: ფერან ტორესი, რობერტ ლევანდოვსკი, ანსუ ფატი
Mundo Deportivo ფიქრობს, რომ ჩავი დე იონგს დაასვენებს და საყრდენის პოზიციას ახლადდაბრუნებული სერხიო ბუსკეტსი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ