2 წლის და 1 თვის წინ
გიუნდოგანის შთამბეჭდავი შედეგი - გვერდით მხოლოდ ჰოლანდია
გიუნდოგანის შთამბეჭდავი შედეგი - გვერდით მხოლოდ ჰოლანდია

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა გაბრიელ სანსმა თავის დღევანდელ სტატიაში ყურადღება "ბარსელონას" გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე გაამახვილა.

როგორც ირკვევა, ილქაის 2023 წელს 58 მატჩი აქვს ნათამაშები. მსგავსი შედეგით მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი ცენტრფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი დაიკვეხნის.

"სიტიში", "ბარსასა" და გერმანიის ნაკრებში გიუნდოგანმა წელს ჯამში 4403 წუთი გაატარა მინდორზე.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამოცდილი შუახაზელი უკვე 33 წლისაა, ცხადია, მსგავსი დატვირთვა ტრავმის რისკსაც ზრდის. ეს "ბარსაში" შესანიშნავად უნდა ესმოდეთ, ამიტომ მომდევნო შეხვედრებში ილქაის შეიძლება უფრო ხშირად მიეცეს დასვენების საშუალება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ვარსკვლავი "ბლაუგრანამ" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში მისი მონაგარი ჯერ 1 გოლისა და 5 ასისტისგან შედგება.


Facebook კომენტარები