2 წლის და 1 თვის წინ
დარტყმა "ბარსელონას" - რომელ მატჩებს გამოტოვებს ტერ შტეგენი
დარტყმა "ბარსელონას" - რომელ მატჩებს გამოტოვებს ტერ შტეგენი

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" გერმანელმა გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ეროვნული გუნდის შეკრებაზე ყოფნისას ზურგი დაიზიანა, რის გამოც ბარსელონაში ნაადრევად დაბრუნდა.

ტრავმა სერიოზულად არ ფასდებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, 32 წლის მეკარეს რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მაინც მოუწევს.

ტონი ხუანმარტის ცნობით, ტერ შტეგენის "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში მონაწილეობა თითქმის გამორიცხულია. გარდა ამისა, საეჭვოა მარკ-ანდრეს თამაში "პორტუს" წინააღმდეგაც.

სასტარტო შემადგენლობაში გუნდის ვიცე-კაპიტანს ინიაკი პენია ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ "რაიოს" კატალონიელები 25 ნოემბერს შეხვდებიან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩს კი 28 ნოემბერს გამართავენ.


Facebook კომენტარები