logo

ვილიანმა თავის მომავალზე ისაუბრა

ვილიანმა თავის მომავალზე ისაუბრა

"ბარსელონას" ერთ-ერთმა სამიზნემ და ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელმა ვინგერმა, ვილიანმა, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, თავის მომავალზე ისაუბრა.

"ერთადერთი შეთავაზება, რომელიც მივიღე, "ჩელსისგან" იყო, თუმცა შეთანხმება შეუძლებელი გახლდათ. მე სამწლიანი კონტრაქტი მსურდა, მათ კი ორწლიანი შემომთავაზეს. ახლა ყველაფერი შეჩერებულია.

გვესმის ჭორები და ისიც ვიცი, რომ მსურველი გუნდები იქნებიან. მით უფრო, რომ თავისუფალი აგენტი ვხდები. მოლაპარაკებებისთვის მზად ვარ, მაგრამ ჯერ არავინ დამკავშირებია." - განაცხადა ვილიანმა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის გარემარბს "ბლაუგრანას" უკვე ძალიან დიდი ხანია უკავშირებენ.

6 თვის წინ
388 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ