3 წლის და 2 თვის წინ
ალკარასი: "პედრი ოქროს ბურთს მოიგებს"
ავტორი
Aa
"კადისის" ნახევარმცველმა რუბენ ალკარასმა "ბარსელონას" 20 წლის ვარსკვლავის, პედრი გონსალესის შესახებ ისაუბრა.
"პედრი განსხვავებას ქმნის. ჩემს რამდენიმე მეგობარს დავენიძლავე, რომ ადრე თუ გვიან ის ოქროს ბურთს მოიგებს. ვფიქრობ, მას ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია.
ფეხბურთი, რომელსაც პედრი თამაშობს, არანორმალურია," - უთხრა SPORT-ს ალკარასმა.
შეგახსენებთ, რომ "კადისს" დღეს სწორედ "ბლაუგრანასთან" ელოდება მატჩი.
დღევანდელ შეხვედრაში პედრი მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზი ბარძაყის ტრავმაა, რომელმაც ესპანელი ნახევარმცველი ფეხბურთს 1 თვით ჩამოაშორა.
"ბარსასა" და "კადისის" ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი