"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგს გუნდს ორთვიანი უქმობის შემდეგ უბრუნდება.
მართალია, უდიდესი ალბათობით, ფრენკი დღევანდელ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, თუმცა მინდორზე მას წესით აუცილებლად ვიხილავთ.
90 წუთის თამაშს ელოდებიან პედრი გონსალესისგან, რაც "ბლაუგრანას" ქომაგებს წარმატების იმედს უღვივებს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ პედრისა და დე იონგს ერთად ჩატარებულ მატჩებში დადებითი სტატისტიკა აქვთ.
ლა ლიგაში ესპანელმა და ნიდერლანდელმა ნახევარმცველებმა მხარდამხარ 73 შეხვედრაში ითამაშეს. ამ მატჩების 89%-ში კატალონიური გრანდი დაუმარცხებელი დარჩა. გუნდმა 53-ჯერ მოიგო, 12 ფრე ითამაშა და მხოლოდ 8 წააგო.
სახსენებელია ისიც, რომ ამ 8 წაგებიდან ერთ-ერთი "ბარსას" დღევანდელ მეტოქეზე, "რაიო ვალეკანოზე" მოდის.
ცნობისთვის, "ვალეკასზე" გასამართი მატჩი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.