1 წლის წინ
მოპარეს თუ არა "ბარსას" პენალტი - მსაჯების შეფასება
მოპარეს თუ არა "ბარსას" პენალტი - მსაჯების შეფასება

"რაიო ვალეკანოსა" და "ბარსელონას" შორის გამართული მატჩის 90-ე წუთზე მადრიდელთა საჯარიმოში "ბარსას" 27 წლის შემტევი, რაფინია წააქციეს, თუმცა პენალტი არ დაინიშნა. ამაზე მატჩისშემდგომ კომენტარში ყურადღება ჩავი ერნანდესმაც გაამახვილა - განაცხადა რა, რომ მისი გუნდი ისევ დაჩაგრეს.

მადრიდულ-ბარსელონური დაპირისპირების ყველაზე საკამათო ეპიზოდზე აზრი ყოფილ არბიტრებს ჰკითხეს.

ლა ლიგის ყოფილ მსაჯს, ედუარდო იტურალდეს თუ ვენდობით, მთავარმა არბიტრმა შეცდომა დაუშვა:

"ეს პენალტია. "რაიოს" მცველი ბურთს არ ეხება და რაფინიას ფეხზე ურტყამს."

განსხვავებულ აზრზეა ასევე კარიერადასრულებული არბიტრი, მანუელ ლაოსიც, რომელიც "ბლაუგრანას" ქომაგებს დადებითად ნამდვილად არ ახსოვთ:

"რაფინიაზე პენალტი სწორად არ დაინიშნა და "რაიოს" გოლიც სამართლიანად ჩაითვალა."

შეგახსენებთ, რომ ეს ამ სეზონში უკვე მესამე შემთხვევაა, როცა "ბლაუგრანას" გასვლითი შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე მეტოქის საჯარიმოში იქმნება მომენტი, როცა პენალტის დანიშვნა შეიძლება, თუმცა მსაჯები ამას არ აკეთებენ. მსგავსი რამ "ხეტაფესთან" და "გრანადასთან" გამართული მატჩებშიც დაფიქსირდა.


Facebook კომენტარები