3 წლის და 8 თვის წინ
ლევანდოვსკიმ ნავსი უნდა გატეხოს - რობერტის ცუდი სერია
ავტორი
Aa
"ბარსელონას" 34 წლის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი არც ისე კარგ ფორმაში იმყოფება. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული პოლონელი ნამდვილად ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც სეზონის პირველ ნახევარში აჩვენებდა.
"ბლაუგრანას" ცხრიანის უფერულ ასპარეზობაზე SPORT-ის მიერ მოწოდებული სტატისტიკაც მეტყველებს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ უკვე 6 მატჩია, რაც ლევას "კამპ ნოუზე" არ გაუტანია.
საშინაო შეხვედრაში რობერტმა ბოლოს გასული წლის 22 ოქტომბერს გაიტანა. მაშინ მან ბილბაოს "ატლეტიკს" შეუსრულა დუბლი.
ნავსის გატეხვის შანსი ლევანდოვსკის დღეს, "კადისის" წინააღმდეგ მიეცემა. სხვათა შორის, პირველ წრეში პოლონელმა ამ გუნდის წინააღმდეგ გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი