2 წლის და 1 თვის წინ
ჩავი შეიძლება გაშვების საფრთხის წინაშე დადგეს
ჩავი შეიძლება გაშვების საფრთხის წინაშე დადგეს
ავტორი
Aa

ცნობილმა ჟურნალისტმა ხავი მიგელმა კატალონიის "ბარსელონა" მთავარ მწვრთნელზე, ჩავი ერნანდესზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, კატალონიელთა თავკაცი "პორტუსთან" მატჩის წინ დიდი საფრთხის წინაშე დგას.

კერძოდ, როგორც წყარო იუწყება, იმ შემთხვევაში, თუ ჩავიმ მომდევნო დაპირისპირებაში გამარჯვება ვერ მოიპოვა, მას კლუბის დატოვების საფრთხე გაუჩნდება.

იწერება, რომ თავად ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნული შეხვედრის ფასი კარგად იცის და ბოლომდე ბრძოლასა და გამარჯვებას გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ ეს თამაში 28 ნოემბერსაა ჩანიშნული.


Facebook კომენტარები