2 წლის და 1 თვის წინ
გასახდელი კლუბის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - რას შეპირდნენ მოთამაშეებს
გასახდელი კლუბის გადაწყვეტილების წინააღმდეგ - რას შეპირდნენ მოთამაშეებს

როგორც მოგეხსენებათ, 21 დეკემბერს "ბარსელონას" ამხანაგური მატჩი აქვს მექსიკურ "ამერიკასთან" დაგეგმილი. შეხვედრა აშშ-ში, კერძოდ კი, დალასში უნდა გაიმართოს.

ჟურნალისტ ალბერტ მასნოუს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს არ სურთ. ამის შესახებ მათ სამწვრთნელო შტაბსაც შეატყობინეს და ხელმძღვანელობასაც.

"ბლაუგრანას" უფროსობა ფსონს კვლავ ფინანსურ მოტივაციაზე ჩამოდის. წყაროს თანახმად, მოთამაშეებს 100 ათას ევროს პირდებიან იმაში, რომ აშშ-ში მშვიდად გაემგზავრონ, ითამაშონ და უკან ღიმილით დაბრუნდნენ.

აღნიშნულ მატჩს "ბარსასთვის" დიდი ფინანსური დატვირთვა აქვს. მექსიკელებთან ამხანაგური მატჩით კლუბი 5 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩავის წამყვანი ფეხბურთელების დასვენების საშუალება არ ექნება. შეთანხმების მიხედვით, ვარსკვლავებმა მინდორზე გარკვეული დრო აუცილებლად უნდა გაატარონ.


Facebook კომენტარები