როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში "პორტუს" მოუგო, ანგარიშით 2:1 და მერვედფინალის საგზური გაინაღდა.
პორტუგალიელებთან საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოგებული შეხვედრა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა.
"0:1-ზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მეტად უნდა გაგვერისკა და შეგვეტია. კანსელუმ განსხვავება შექმნა. დღეს ხშირად გვქონდა ფაზები, როცა გამარჯვებულის მენტალიტეტს ვაჩვენებდით. ბედნიერი ვარ.
თუ მეოთხედფინალში გავალთ, "პორტუსთან" შეხვედრას არ ვისურვებდი, რადგან ისინი ძალიან, ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან. არცერთი გუნდის გვეშინია, მაგრამ მათდამი პატივისცემით ვართ განწყობილნი.
ბალდე მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ გვყავს მარკოს ალონსოც. ვიცოდით, რომ კანსელუს მარცხენა ფლანგზე შანსები ექნებოდა. მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
მეორე ტაიმში თამაში გავაკონტროლეთ. თავს კმაყოფილად და თავისუფლად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ, რომ ვპროგრესირებთ," - თქვა "მაესტრომ".
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი "ბარსას" ბელგიურ "ანტვერპენთან" ელოდება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააოფიციალურებს გუნდი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას.