logo

თავდამსხმელი, რომელიც "ბარსას" მაისურის მორგებაზე ოცნებობს

თავდამსხმელი, რომელიც "ბარსას" მაისურის მორგებაზე ოცნებობს

მაშინ, როცა "ბარსელონა" მთლიანადაა მილანის "ინტერის" არგენტინელი ცენტრფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის დახურვაზეა ორიენტირებული, ლა ლიგის პატარა კლუბიდან კატალონიელებს ერთი ჩია თავდამსხმელი უხმობს.

საუბარია პამპლონას "ოსასუნას" არგენტინელი შემტევის, ჩიმი ავილას შესახებ, რომელიც არ მალავს, რომ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება ძალიან უნდა.

26 წლის ავილამ თავის ბოლო ინტერვიუებში არაერთგზის თქვა, რომ ლიონელ მესის გვერდით თამაში და ზოგადად, "ბლაუგრანას" შემადგენლობაში ყოფნა დიდებული იქნებოდა.

საინტერესოა, რომ "ბარსას" მისი დამატება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურდა და "ოსასუნას" ისინი 20 მილიონ ევროსაც სთავაზობდნენ, თუმცა ყველაფერი ავილას ტრავმამ არია.

ტრავმის მიღებამდე ყველა ტურნირზე არგენტინელს 11 გოლი და 3 ასისტი ჰქონდა მითვლილი.

1 თვის წინ
446 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ