2 წლის და 11 თვის წინ
"ის არასდროს იღლება!" - "ბარსას" ვარსკვლავი ყველას აოცებს
ავტორი
Aa
ჟოაუ კანსელუს მიერ "პორტუსთან" ჩატარებულმა მატჩმა ესპანური პრესა ააფეთქა.
"ბარსელონას" პორტუგალიელი ფლანგელის შესახებ საინტერესო ცნობებს ავრცელებს Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ფეხბურთელები კანსელუთი აღფრთოვანებულები არიან. გასახდელში ამბობენ, რომ 28 წლის ფეხბურთელი "მებრძოლი ცხოველია".
"ის არასდროს იღლება, ნამდვილი ათლეტია!" - უთქვამთ "ბარსას" ფიზმომზადების მწვრთნელებს. ჟოაუ სრული ინტენსივობით ვარჯიშობს, მოედანზე ყველაფერს ტოვებს და ძალებსაც ყველაზე სწრაფად იღდგენს.
შეგახსენებთ, რომ კანსელუ "ბარსელონას" "მანჩესტერ სიტიდან" მშრალი იჯარით ჰყავს წაყვანილი. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში ჟოაუს მონაგარი 3 გოლი და 2 ასისტია.
Facebook კომენტარები