2 წლის და 1 თვის წინ
სიტუაცია შეიცვალა - როგორია ტერ შტეგენის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ავტორი
Aa
ესპანურ მედიაში კატალონიის "ბარსელონას" მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც იწერება, გერმანელ კარის დარაჯთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა.
კერძოდ, თუ ბოლო დღეებში იწერებოდა, რომ 31 წლის მოთამაშე მადრიდის "ატლეტიკოსთან" შეხვედრისთვის მზად იქნებოდა, ახლა ვითარება სხვაგვარია.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მარკმა ინდივიდუალური ვარჯიშები ჩაატარა, მისი მდგომარეობა მატჩში მონაწილეობის მიღებისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.
მედიაში წერენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ტერ შტეგენმა "როხი ბლანკოს" წინააღმდეგ ითამაშოს.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა 3 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:55 საათზე შედგება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი