2 წლის და 1 თვის წინ
"ბარსა" მოქმედებაზე გადადის - როგორ შეისყიდის კლუბი პორტუგალიელებს
ავტორი
Aa
"ბარსელონა" იანვარში ჟოაუ ფელიქსისა და ჟოაუ კანსელუს გამოსყიდვის ოპერაციების შემდეგ ეტაპზე გადაყვანას ეცდება, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერნანდო პოლო.
მადრიდის "ატლეტიკო" 24 წლის თავდამსხმელს 80 მილიონ ევროდ აფასებს, "ბლაუგრანას" კი ამ თანხის 40 მილიონ ევრომდე შემცირება სურს.
რაც შეეხება კანსელუს, "მანჩესტერ სიტი" 29 წლის ფლანგელს 25 მილიონ ევროდ გაყიდის. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 15 მილიონის გადახდისთვის არიან მზად.
სხვათა შორის, განიხილება ისიც, რომ "როხიბლანკოს" კატალონიურმა გრანდმა რომელიმე ფეხბურთელიც შესთავაზოს. "ატლეტიკოს" ჩავის გუნდიდან მოთამაშეებს ხშირად უკავშირებენ, ამიტომ ეს საერთო ინტერესის გამოძებნა პრობლემა არ უნდა იყოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ჟოაუ აფიქსირებს, რომ უკან დაბრუნების სურვილი არ აქვს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი