10 თვის და 1 კვირის წინ
"ძალიან გაბრაზებული ვიყავი" - მესი ლევანდოვსკისთან დაძაბულობაზე
"ძალიან გაბრაზებული ვიყავი" - მესი ლევანდოვსკისთან დაძაბულობაზე

Star+-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესიმ გაიხსენა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი უცნაური ეპიზოდი, როცა მან "ბარსელონას" პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დააიგნორა.

"ლევანდოვსკის სიტყვებმა გამაბრაზა, რადგან როცა ოქროს ბურთი მოვიგე, ვთქვი ის, რასაც რეალურად ვგრძნობდი. მისი განცხადება შემაწუხებელი იყო.

თამაშის დროს ის დავაიგნორე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მას არ უნდა ეთქვა ის, რაც თქვა. დრიბლინგზე მის წინააღმდეგ განზრახ მივდიოდი. 

ამის შემდეგ ერთმანეთს შევხვდით, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ისიც განაწყენებული იყო - ინტერნეტში გავრცელებული სიტყვები მის ნათქვამს ზუსტად არ ასახავდა. ამის მერე რობერტი "ბარსელონაში" წავიდა და ჩვენ ქალაქის, კლუბის და კიდევ ბევრი რამის შესახებ ვილაპარაკეთ," - თქვა მესიმ.

2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მესიმ თქვა, რომ 2020 წლის ჯილდო ლევანდოვსკისთვის უნდა გადაეცათ. რობერტმა მოგვიანებით ლეოს ამ განცხადებას ლიტონი სიტყვები უწოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამან გააბრაზა "ლა პულგა".

რაც შეეხება არგენტინისა და პოლონეთის ნაკრებების მატჩს, ის "ალბისელესტეს" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.


Facebook კომენტარები