logo

5 "ლა მასიელი" ტალანტი, რომელიც შესაძლოა პირველი გუნდის წევრი გახდეს

5 "ლა მასიელი" ტალანტი, რომელიც შესაძლოა პირველი გუნდის წევრი გახდეს

"ლა მასია" ყოველთვის გამოირჩეოდა შესანიშნავი ტალანტების გამოწრთობით. სწორედ "ბარსელონას" აკადემიის გამოზრდილები არიან ლეო მესი, სერჟიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და სხვები. თუმცა მათ შემდეგ, გუნდში ნაკლებად არიან ისეთ "ლა მასიელები", რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ნათელია, რომ ბოლო წლებში აკადემიას დიდი ყურადღება არ ექცევა, თუმცა იქ მაინც თამაშობენ ისეთი ტალანტები, რომლებსაც მომავალში "ბარსელონას" ღირსების ღირსეულად დაცვა შეუძლიათ. 

გთავაზობთ "ლა მასიის" 5 ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეს, რომელიც "ბლაუგრანას" პირველ გუნდს, შესაძლოა, შემდეგი სეზონიდანვე შეუერთდეს.

ალექს კოლადო

მოსალოდნელია, რომ კოლადო პირველი გუნდის წევრი უახლოეს მომავალში გახდება. შემტევი ნახევარმცველი, ბოლო წლებია, რეზერვებში უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. 

კოლადოს ყველა ის თვისება აქვს, რაც "ბარსას" შუახაზში თავის დამკვიდრებაში დაეხმარება. პასის კულტურა, ბურთის კონტროლი, გონივრული მოქმედება, დრიბლინგი. 20 წლის ესპანელი ასევე შესანიშნავად ხედავს მოედანს და გოლის გატანის უნარიც გააჩნია.

ილაიშ მორიბა

მორიბა ბევრს "ჟუვენილ" B-ს შემადგენლობაში "რეალის" წინააღმდეგ გატანილი გოლით ემახსოვრება. მას შემდეგ მისი კარიერა კარგად ვითარდება. 17 წლის ნახევარმცველს პოლ პოგბასაც ადარებენ. 

მუსა ვაგე

დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული პრობლემა, რაც "ბარსას" უკვე წლებია, აქვს, შესაძლოა, სწორედ სენეგალელმა აღმოფხვრას. 

21 წლის უკანახაზელი ამჟამად იჯარით "ნიცაში" თამაშობს. დაცვასა და შეტევაში კარგი თამაშის უნარის წყალობით შესაძლოა ვაგე "ბარსელონას" მნიშვნელოვან ფიგურად იქცეს.

რიკი პუჩი

დღევანდელი გადმოსახედიდან, თუ ვინმეს ინიესტას შეცვლა შეუძლია, ეს სწორედ რიკი პუჩია. თავისი შესანიშნავი ნიჭის წყალობით მან ისეთი ლეგენდების შექება დაიმსახურა, როგორიცაა, მაგალითად, ჯენარო გატუზო.

20 წლის შუახაზელზე უდიდეს იმედებს ამყარებენ. მას აქვს შესანიშნავი ტექნიკა, ბურთის ფლობა და მრავალი სხვა უნარი. პუჩს რამდენჯერმე პირველ გუნდშიც მიეცა შანსი. 

ანსუ ფატი

17 წლის შემტევი, ალბათ, პირველია ვინც მალე "ბარსას" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს. ფატი რეგულარულად თამაშობს ძირითად გუნდში და რეკორდების დამხობასაც განაგრძობს. ფიზიკურად უფრო მეტად განვითარების შემთხვევაში ის მართლაც გენიალური მოთამაშე დადგება. 

1 თვის წინ
175 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ