1 წლის და 9 თვის წინ

როკეს სათამაშო ნომერი "ბარსაში" - ყველაზე რეალური ვარიანტი

ავტორი
Aa
"ატლეტიკო პარანაენსემ" გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვიტორ როკე "ბარსელონას" იანვარში შეუერთდება.
18 წლის თავდამსხმელი დღეს, "ბოტაფოსთან" გასამართ მატჩში "პარანაენსეს" მაისურს ბოლოჯერ მოირგებს, დეკემბრის ბოლოს კი კატალონიისკენ გაეშურება.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, როკეს დამატება "ბარსასთვის" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე დიდი ამბავი იქნება.
ცხადია, ვიტორისკენ პრესის უდიდესი ყურადღებაცაა მიმართული.
უკვე დაიწყო საუბარი როკეს სათამაშო ნომერზეც. ტვიტერზე გავრცელებულ ყველაზე სანდო ვერსიას თუ დავუჯერებთ, ბრაზილიელი 19 ნომრით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" 19-ნომრიანი მაისური ისეთ ფეხბურთელებს ეცვათ, როგორებიც ხოსე ანტონიო პიცი, პატრიკ კლუივერტი, ლიონელ მესი და ფერან ტორესი არიან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის და 3 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
6 დღის და 20 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 5 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 5 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში