

ალეხანდრო ბალდე "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის გამართული მატჩის შემდეგ გაბრაზებული დარჩა, - იუწყება ჟერარ რომერო.
მარცხენა მცველს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, მეორე ტაიმში გახურება სთხოვეს, მაგრამ ჩავი ერნანდესმა მას 1 წუთიც არ ათამაშა. საფინალო სასტვენის შემდეგ, ბალდე პირდაპირ გასახდელში გაემართა.
ადრე დაიწერა, რომ 20 წლის ფლანგელს გუნდში თავის სტატუსთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები ჰქონდა. ჟოაუ კანსელუს მიერ მარცხენა მცველის პოზიციაზე ჩატარებულმა ბრწყინვალე მატჩებმა ალეხანდრო სათადარიგოდ აქცია, რაც მას ძალიან აწუხებს.
მიუხედავად ყველაფრისა, საჯარო განცხადებებში ჩავი ირწმუნება, რომ ესპანელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში მნიშვნელოვანი როლი ექნება.
ამ სეზონში ალეხანდრომ "ბარსას" მაისურით 18-ჯერ ითამაშა და 1 ასისტი მიითვალა.



