რას დაჰპირდა "ბარსელონა" ნეიმარს გასულ ზაფხულს

რას დაჰპირდა "ბარსელონა" ნეიმარს გასულ ზაფხულს

როგორც მოგეხსენებათ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" უმთავრესი სამიზნე, ლაუტარო მარტინესთან ერთად, ნეიმარ ჟუნიორი იქნება.

გავრცელებული ცნობების თანახმად, უპირველეს ყოვლისა ტრანსფერი ძალიან სურს "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს, რომელიც მარკეტინგულ მხარეზეც ფიქრობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიელი გარემარბით "ბარსა" გასულ ზაფხულსაც აქტიურად ინტერესდებოდა, თუმცა "პსჟ-სთან" შეთანხმება ვერ მოხერხდა.

ამ თემასთან დაკავშირებით Mundo Deportivo წერს, რომ შარშან კატალონიელებისგან ნეიმ შემდეგი მესიჯი მიიღო: "ჩვენთან ან წელს დაბრუნდები, ან გაისად, ეს გარდაუვალია."

როგორც ჩანს, "ბარსელონამ" დანაპირების ასრულება გადაწყვიტა.

7 თვის წინ
965 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ