2 წლის და 10 თვის წინ
“ბარსელონამ” მორიგი სამიზნე დაკარგა!
“ბარსელონამ” მორიგი სამიზნე დაკარგა!

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ბრაზილიური “კორენთიანსის” 18 წლის ნახევარმცველის, გაბრიელ მოსკარდოს შეძენით ინტერესდებოდა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანამ” ბრაზილიელი ტალანტის შეძენის შანსი დაკარგა.

ამავე წყაროს ცნობით, “ბარსელონას” მოსკარდოსთვის სატრანსფერო ბრძოლაში ფრანგულმა პსჟ-მ სძლია.

ცნობისთვის, გაბრიელ მოსკარდომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები