2 წლის და 4 თვის წინ
"ბარსელონა" მეკარის დამატებაზე ფიქრობს - 5 კანდიდატი
"ბარსელონა" მეკარის დამატებაზე ფიქრობს - 5 კანდიდატი

ესპანურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადაწყდა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ზურგზე ოპერაციას ჩაიტარებს. წინასწარი ვარაუდით, გერმანელი მეკარე "ბარსელონას" 2 თვით გამოაკლდება.

Sport წერს, რომ კატალონიურმა გრანდმა შეიძლება იანვარში გოლკიპერის დამატებაზე იფიქროს. ცნობილი გამოცემა 5 ვარიანტს გვთავაზობს:

დავიდ დე ხეა (უკლუბო)

აარონ რამსდეილი (არსენალი)

კასპერ შმეიხელი (ანდერლეხტი)

ბონო (ალ ჰილალი)

რომან ბიურკი (სენტ ლუის სიტი)

განსსაკუთრებით აქტიურად იწერება დე ხეას კანდიდატურაზე. Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, თავისუფალ აგენტად დარჩენილ ესპანელზე "ბარსელონაში" სერიოზულად ფიქრობენ.

რაც შეეხება ტერ შტეგენს, მის დაბრუნებას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩებისთვის უნდა ველოდოთ. თუ კლუბმა იანვარში მეკარე არ დაიმატა, მარკ-ანდრეს ინიაკი პენია ჩაანაცვლებს - "ლა მასიელი" ამას უკვე 3 მატჩია აკეთებს.


Facebook კომენტარები