1 წლის და 9 თვის წინ

ჩავის ახალი სამიზნე ჰყავს - ვინ მოსწონს "მაესტროს"

ავტორი
Aa
ჩავის "ვილიარეალის" ნახევარმცველი, ალექს ბაენა ძალიან მოსწონს, - იუწყება Carrusel Deportivo.
წყაროს თანახმად, 22 წლის ესპანელი "ბარსელონას" დიდი გულშემატკივრია. "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ეს შეიძლება ტრანსფერის განხორციელებაში გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგეს.
მიუხედავად ამისა, გამოცემა ჯერ შორს არ მიდის და მხოლოდ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის სიმპათიებზე გვატყობინებს.
ბაენას "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს. ცხადია, მისი შეძენა საკმაოდ რთული ამოცანა იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 დღის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
6 დღის და 18 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 5 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 5 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში