2 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია: რომელ მატჩებს გამოტოვებს ტერ შტეგენი
ცნობილია: რომელ მატჩებს გამოტოვებს ტერ შტეგენი

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მომდევნო დღეებში ზურგზე ოპერაციას ჩაიტარებს.

გერმანელი მეკარე გუნდს დაახლოებით 3 თვით გამოაკლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 32 წლის გოლკიპერს შემდეგი მატჩების გამოტოვება მოუწევს:

ბარსელონა - ჟირონა

ანტვერპენი - ბარსელონა

ვალენსია - ბარსელონა

ბარსელონა - ალმერია

ლას პალმასი - ბარსელონა

კოპა დელ რეის მატჩი

ოსასუნა - ბარსელონა (ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალი)

ესპანეთის სუპერთასის ფინალი (ოსასუნას დამარცხების შემთხვევაში)

ბარსელონა - ოსასუნა

ბეტისი - ბარსელონა

ბარსელონა - ვილიარეალი

ალავესი - ბარსელონა

ბარსელონა - გრანადა

სელტა - ბარსელონა

"ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ ტერ შტეგენი ჩავის განკარგულებაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩისთვის დაბრუნდება. მარკ-ანდრეს არყოფნის განმავლობაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კარს ინიაკი პენია დაიცავს.


Facebook კომენტარები