2 წლის და 1 თვის წინ
სუარესის "ინტერ მაიამიში" ტრანსფერი, შესაძლოა, ჩაიშალოს - მიზეზი ცნობილია
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა "გრემიოს" რიგები დატოვა.
ურუგვაელ ფორვარდს "ინტერ მაიამიში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრანსფერი, შესაძლოა, ჩაიშალოს.
გამოცემა "Goal"-ის ინფორმაციით, 36 წლის შემტევს მუხლის არეში სერიოზული დაზიანება აწუხებს, რის გამო ის კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობს.
ამ საკითხზე კომენტარი თავად სუარესმაც გააკეთა.
"მას შემდეგ, რაც ოპერაცია გავიკეთე, მუხლი გამუდმებით მტკივა.
"ხრტილი გაცვეთილი არის, რის გამოც ძვალი თავისუფლად ვერ მოძრაობს.
"ყველა მატჩის წინ ანტიბიოტიკს ვსამ და ისე ვთამაშობ. სხვაგვარად ჩემი მინდორზე გასვლა შეუძლებელია", - თქვა ურუგვაელმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი