SPORT-ის ჟურნალისტმა, ადრი ფერნანდესმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც "ბარსელონას" ბევრ რამეში უშლის ხელს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის გათამაშებაში კატალონიელებმა უკვე 11-ჯერ მოარტყეს ბურთი მეტოქის კარის ძელს. თუ ჩემპიონთა ლიგასაც მივიღებთ მხედველობაში, ეს რიცხვი 13-ს მიაღწევს.
"ბლაუგრანას" მხრიდან უიღბლობით (ან რეალიზაციის არადამაკმაყოფილებელი ხარისხით) ყველაზე მეტად ჟოაუ ფელიქსი გამოირჩევა. პორტუგალიელი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი ძელმა 4-ჯერ მოიგერია.
2-2 გაცუდებული დარტყმით ჟოაუს რაფინია, ფერმინ ლოპესი და ლამინ იამალი მოსდევს, პაბლო გავის, ფრენკი დე იონგსა და ინიგო მარტინესს კი იღბალმა ზურგი თითოჯერ აქციათ.
როგორც ირკვევა, ლა ლიგაში "ბარსელონელებს" ოდნავ უკეთ რომ დაერტყათ იმ 11 მომენტში, როცა ბურთი მეტოქის ძელს მოახვედრეს, ახლა ჩავის გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში იქნებოდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ბედი მომავალში მეტად გაუღიმებთ, თუმცა მხოლოდ ამის იმედზე ყოფნა არ შეიძლება და შემტევებმა მომენტების რეალიზაციის დახვეწა თავადაც უნდა სცადონ.