2 წლის და 1 თვის წინ
"მოღალატეთა კლუბს შეუერთდები" - ფელიქსს მადრიდიდან მიმართეს
"მოღალატეთა კლუბს შეუერთდები" - ფელიქსს მადრიდიდან მიმართეს

მადრიდის "ატლეტიკოს" გულშემატკივართა დაჯგუფებამ "ბარსელონაში" განათხოვრებულ თავდამსხმელს, ჟოაუ ფელიქსს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიმართა.

"თუ ჩვენი შეურაცხყოფა გინდოდა, არ გამოგივიდა. მთავარი ის კი არაა, გსურს თუ არა ვინმეს გული ატკინო, არამედ ის, შეგიძლია თუ არა ამის გაკეთება.

თუ ეს დამშვიდობება იყო, წარმატებებს გისურვებთ. შენ შეუერთდები მოღალატეების იმ პატარა კლუბს, რომელშიც უგო სანჩესი, ტიბო კურტუა და სხვები შედიან," - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის პორტუგალიელმა "ატლეტიკოს" კარში გატანილი გოლი "როხიბლანკოს" გულშემატკივრების წინაშე აღნიშნა და "ბარსას" გერბსაც დემონსტრაციულად აკოცა. 

ჟოაუ "ბლაუგრანაში" მშრალი იჯარითაა გაშვებული. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ მატჩებში მან 5 გოლი შეაგდო.


Facebook კომენტარები