11 თვის და 3 კვირის წინ
ფერანი "მარტო" დარჩა - რატომ შეიძლება წავიდეს ტორესი
ფერანი "მარტო" დარჩა - რატომ შეიძლება წავიდეს ტორესი

ფერან ტორესმა "ბარსელონა" შეიძლება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს, - იუწყება Diario AS.

წყაროს თანახმად, ესპანელი თავდამსხმელის აგენტსა და "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნადესს ერთმანეთთან საკმაოდ უსიამოვნო ურთიერთობა აქვთ. ამის მიზეზი წარსულში მომხდარი მოვლენებია.

ტორესის გარემოცვის მთავარი მხარდამჭერი მატეუ ალემანი იყო. ალემანიმ ტექნიკური დირექტორის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფერანს კლუბში თავისი ძირითადი დასაყრდენი გამოეცალა.

24 წლის ფორვარდი ფიქრობს იმასაც, რომ გუნდში ვიტორ როკეს მოსვლა მას სათამაშო პრაქტიკას კიდევ უფრო შეუმცირებს.

ფერანის მსურველებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა ადრე "ნიუკასლ იუნაიტედის" სახელი ჟღერდებოდა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში ესპანელმა 5 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები