2 წლის და 1 თვის წინ
უარი ოპერაციაზე კლუბის გამო - რა განუცხადა არაუხომ ექიმებს
უარი ოპერაციაზე კლუბის გამო - რა განუცხადა არაუხომ ექიმებს
ავტორი
Aa

ცნობილმა გამოცემა "Mundo Deportivo"-მ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, რონალდ არაუხოს შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ურუგვაელ ცენტრალურ მცველს ყბის არე აქვს დაზიანებული.

როგორც იწერება, 24 წლის მცველმა ექიმებს ოპერაციაზე უარი კლუბის გამო განუცხადა, რადგან მას მომდევნო მნიშვნელოვანი მატჩები არ გამოეტოვა.

სწორედ ამიტომ, არაუხო შემდეგ დაპირსიპირებებში სპეციალური დამცავი ნიღბით ითამაშებს და სრულად, დაახლოებით, 3-4 კვირაში გამოჯანმრთელდება.

ცნობისთვის, "ბარსელონას" შემდეგი მატჩი ლა ლიგის ეგიდით "ჟირონას" წინააღმდეგ ელის.


Facebook კომენტარები