ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ "პარის სენტ-ჟერმენის" მეგავარსკვლავისა და "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნის, ნეიმარ ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.
"ნეი ძალიან მომწონს. მისი თამაშის სტილი გასაოცარია, მაგრამ მესისა და რონალდუს დონის მისაღწევად ნეიმარს მეტი პროფესიონალიზმი სჭირდება.
მის გონებაში მოარული აზრები ბრაზილიელს ხელს უშლის და ეს პირადადაც ვუთხარი.
ნეი ახლა 28 წლისაა და ძალიან კარგ გუნდ "პსჟ-ში" თამაშობს. მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ.
ამისათვის ნეიმარმა მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე უნდა ჩაატაროს. ახლა იგი უფრო დაღვინებულია." - განუცხადა ზიკომ Gazzeta Delo Sport-ს.