1 წლის და 9 თვის წინ
ფერან ტორესის საოცარი მატჩი "კადისთან" (ციფრებში)
ფერან ტორესის საოცარი მატჩი "კადისთან" (ციფრებში)

"ბარსელონასა" და "კადისს" შორის გუშინ გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფერან ტორესი დასახელდა. 22 წლის თავდამსხმელს აქტივში არც გოლი ჰქონია და არც საგოლე პასი, თუმცა მისი საუკეთესოობა ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დამდგარა.

ტორესის გუშინდელი თამაშის ხარისხზე კარგად მეტყველებს სტატისტიკური მაჩვენებლებიც.

ესპანელმა შემტევმა "კადისის" წინააღმდეგ 10 წარმატებული დრიბლინგი შემოგვთავაზა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ასეთი შედეგი არავის დაუფიქსირებია.

ტორესმა შექმნა 5 საგოლე მომენტი - აქედან 1 დიდი. ამ უკანასკნელის შედეგად რობერტ ლევანდოვსკი ახლო მანძილიდან ურტყამდა, ბურთი "კადისის" მცველმა გამოიტანა, კარში კი ის სერხი რობერტომ გადაგზავნა. აქედან გამომდინარე, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ "ბარსას" პირველი გოლი დიდწილად სწორედ ფერანის დამსახურებაა.

"ბარსელონას" 11-მა ნომერმა გუშინ 24-დან 18 ორთაბრძოლა მოიგო. ეს ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

გარდა ამისა, ფერანმა 6-ჯერ დაიბრუნა ბურთი და 1 ვარდნაც გააკეთა.

აშკარაა, რომ ტორესი საუკეთესო ფორმას უბრუნდება, რაც მისი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში მონაწილეობის შანსსაც საგრძნობლად ზრდის.


Facebook კომენტარები