Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერნანდო პოლო წერს, რომ "ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე ფიზიკურად ძლიერ ნახევარმცველს ეძებს და რამდენიმე კანდიდატი უკვე შეგულებულიც ჰყავს:
"ბარსელონა" ძლიერ, დაცვითი ტიპის ნახევარმცველს დაეძებს, რომელიც მეტოქის კართანაც სახიფათო იქნება. ისეთი, როგორიც ედგარ დავიდსი ან იაია ტურე იყო, ახლა კი ორელიენ ჩუამენია მადრიდის "რეალისთვის". "ძლიერი ნახევარმცველი, რომელსაც ფილტვები აქვს," - ამბობენ ისინი.
კლუბი ახლა ამ მოთამაშეებს აკვირდება:
ბრუნო გიმარაეში - ნიუკასლ იუნაიტედი
ამადუ ონანა - ევერტონი
იუსუფ ფოფანა - მონაკო
"ბარსას" ბრუნო ძალიან მოსწონს, თუმცა მისი 117მილიონევროიანი გამოსასყიდი თანხა საქმეს გვარიანად ართულებს. ონანას "ევერტონთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს, ფოფანას კი "მონაკოსთან" 2025 წლის ივლისამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.
კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომლის შესახებ "ბარსას" კარგი მოხსენებები აქვს, "ატალანტას" ედერსონ დოს სანტოსია.
უმაღლესი დონის დაცვითი ნახევარმცველის შეძენა კლუბისთვის პრიორიტეტად რჩება, თუმცა ამაზე მომდევნო ზაფხულს გაკეთდება აქცენტი.
"ლა მასიადან" პაუ პრიმსა და მარკ ბერნალს დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ კლუბში ზოგიერთებს სურთ, რომ ორი ახალგაზრდა ზედმეტ წნეხში არ მოაქციონ და ვეტერანი საყრდენი შეიძინონ. დეკუ სხვა აზრზეა - პორტუგალიელს აქცენტის გაკეთება მათზე უნდა, ვინც კარიერას ახლა იწყებს."
პოლო ასევე აღნიშნავს, რომ იოზუა კიმიხი, მარტინ ზუბიმენდი და გვიდო როდრიგესი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდნენ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტულ სამიზნეებად, საბოლოოდ უნდა გამოვრიცხოთ. "ბარსელონა" შეეგუა, რომ მათ გაფორმებას ვერ მოახერხებს.