2 წლის და 1 თვის წინ
სუარესი: "მინდოდა, რომ მას "ბარსელონაში" ეთამაშა"
სუარესი: "მინდოდა, რომ მას "ბარსელონაში" ეთამაშა"

"ბარსელონას" ლეგენდამ, ლუის სუარესმა ESPN Brasil-ის დაჯილდოების ცერემონიალზე "რეალის" მიერ "პალმეირასიდან" ნაყიდი სუპერტალანტის, ენდრიკის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ენდრიკი "ბარსაში" გადასულიყო, მაგრამ გადაწყვეტილებაც მან უნდა მიიღოს და ფეხბურთითაც მან უნდა ისიამოვნოს. 

ფეხბურთის გულშემატკივრები მისი თამაშით აუცილებლად დატკბებიან," - თქვა "ელ პისტოლერომ".

ენდრიკი "პალმეირასთან" ერთად ბრაზილიის ჩემპიონი გახდა. უკანასკნელ 8 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა, რითაც "მწვანეების" ტრიუმფატორობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 17 წლის შემტევი "რეალს" ზაფხულში, 37.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. ბრაზილიური ფეხბურთის მთავარი იმედით "ბარსელონაც" გახლდათ დაინტერესებული, მაგრამ ენდრიკის არჩევანმა კლუბს "ატლეტიკო პარანაენსედან" ვიტორ როკეს წამოყვანისკენ უბიძგა.


Facebook კომენტარები