2 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია! - როდის შედგება ვიტორ როკეს სადებიუტო ვარჯიში “ბარსელონას” შემადგენლობაში
ცნობილია! - როდის შედგება ვიტორ როკეს სადებიუტო ვარჯიში “ბარსელონას” შემადგენლობაში

როგორც მოგეხსენებათ, 18 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ვიტორ როკემ “ატლეტიკო პარანაენსეს” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა “სანტოსის” წინააღმდეგ ჩაატარა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიტორ როკე თავისი ახალი გუნდის, “ბარსელონაში” სადებიუტო ვარჯიშს 28 დეკემბერს გამართავს.

შედეგად, როკე დიდი ალბათობით, “ლას პალმასის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ცნობისთვის, როკემ ბრაზილიის ჩემპიონატში, გასულ სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები