1 წლის და 9 თვის წინ
ახალი რეკორდები - "ბარსას" დაცვა მოწოდების სიმაღლეზეა
ახალი რეკორდები - "ბარსას" დაცვა მოწოდების სიმაღლეზეა

"ბარსელონამ" გუშინ კიდევ ერთხელ შეინახა კარი მშრალად. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სულ 7 გოლი აქვთ გაშვებული და თუ მათი დაცვის ბრწყინვალე თამაშს გავითვალისწინებთ, ამ შედეგს დიდად გაუარესება არ უნდა ემუქრებოდეს.

კატალონიურმა გრანდმა გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ არცერთ ესპანურ გუნდს ჰქონია ლა ლიგის 22 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 გაშვებული გოლი.

გარდა ამისა, ახალი რეკორდის მფლობელია მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც. პრიმერას პირველ 22 ტურში მან 17-ჯერ შეინახა კარი მშრალად. წინა რეკორდი ლა-კორუნიის "დეპორტივოს" ეკუთვნოდა - 16 გოლგაუშვებელი მატჩი 1993/1994 წლების სეზონში.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" წინ ძალიან კარგი ტემპით მიდიან და არ გამოვრიცხოთ, სეზონის ბოლოს მათ ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგსაც მიაღწიონ.


Facebook კომენტარები