11 თვის და 3 კვირის წინ
არაუხოს "ბაიერნიდან" დაურეკეს - საქმე სერიოზულადაა
არაუხოს "ბაიერნიდან" დაურეკეს - საქმე სერიოზულადაა

რონალდ არაუხო მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსფერო სამიზნეა. ამის შესახებ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იუწყება.

წყაროს თანახმად, გუშინ შედგა სატელეფონო ზარი არაუხოს, "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელსა და სპორტულ დირექტორ კრისტოფ ფროინდს შორის. 

ტუხელმა ურუგვაელ მცველს დაუდასტურა, რომ მისი საკუთარ გუნდში რაც შეიძლება მალე ხილვა სურს და ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი.

"რეკორდმაისტერი" 24 წლის ფეხბურთელში დიდი თანხის გადახდისთვისაც მზად არის. ბავარიელები ამ სატრანსფერო ოპერაციას რთულად მიიჩნევენ, თუმცა დანებებას არ აპირებენ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი თავად რონალდის გადასაწყვეტი იქნება.

ჟურნალისტ აშრაფ ბენ აიდს თუ დავუჯერებთ, რონალდი "ბარსელონას" ერთგულია, ეს კლუბი უყვარს და სხვა არაფერზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა არაუხოს სხვა გრანდში ეპატიჟებიან. 2022 წელს ურუგვაელის წაყვანას "მანჩესტერ იუნაიტედი" ესწრაფვოდა, მაგრამ ფეხბურთელმა ინგლისელთა ყველა შეთავაზება დაბლოკა.


Facebook კომენტარები