11 თვის და 2 კვირის წინ
"ჩვენ მას სრულად ვენდობით" - ჩავი "ჟირონასთან"  მატჩის წინ
"ჩვენ მას სრულად ვენდობით" - ჩავი "ჟირონასთან" მატჩის წინ

ლა ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში სატურნირო ცხრილის მესამეადგილოსანი "ბარსელონა" მეორე პოზიციაზე მყოფ "ჟირონას" მიიღებს და მასთან ჩამორჩენის 1 ქულამდე შემცირებას ეცდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ "მაესტროს" ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

"ჟირონა" ძლიერი მეტოქეა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თავის იმ ვერსიას ვაჩვენებთ, რომელიც "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში გამოვავლინეთ. ხვალ ჩვენ აუცილებლად ამ გზას უნდა გავყვეთ."

"მიუხედავად ტერ შტეგენის ტრავმისა, შემცვლელის მოძებნას არ ვეცდებით. ინიაკი პენიას სრულ ნდობას ვუცხადებთ. გვჯერა იმისიც, რომ ტერ შტეგენი მალე გამოჯანმრთელდება"

"ვფიქრობ, "ჟირონა" ჩემპიონობისკენ მიისწრაფვის. ისინი 4 ქულით გვისწრებენ. მომწონს, თუ როგორ უტევს ეს გუნდი. ისინი მამაცები არიან."

"მხარს ვუჭერ იმ შეთანხმებას, რომ პაბლო ტორეს ჩვენ წინააღმდეგ თამაში არ შეეძლება. ერიკ გარსიას შემთხვევაში ამაზე მორიგების დრო არ გვქონდა. ალოგიკურია, რომ ფეხბურთელი, რომელიც შენ გეკუთვნის, შენ დაგიპირისპირდეს. ნახეთ, რა მოხდა "ატლეტიკოსა" და ჟოაუს შემთხვევაში. "ატლეტიკო" საკუთარმა მოთამაშემ გაანადგურა."

"ორიოლ რომეუს ვეტყოდი, რომ არ დანებდეს. ჩემი მაგალითი ინიაკია. ის ყოველთვის მუყაითად ვარჯიშობდა და მზად აღმოჩნდა იმ მომენტისთვის, როცა დაგვჭირდა. ჩვენ ყველა დაგვჭირდება, რადგან სეზონი გრძელია."

აქვე გეტყვით, რომ კატალონიური დერბი თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.


Facebook კომენტარები