2 წლის და 4 თვის წინ
ცნობილია! - მაქსიმუმ რა თანხის გადახდას გეგმავს “ბარსელონა” ჟოაო ფელიქსში
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდება 24 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის, ჟოაო ფელიქსის შეძენაზე.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად “ბლაუგრანაში” იჯარის წესით ასპარეზობს.
მადრიდის “ატლეტიკო” ახალგაზრდა ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებს, რაც კატალონიური გუნდისთვის ზედმეტად ბევრია.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფრანს ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ფელიქსში 20-25 მილიონ ევროდ აფასებს.
ცნობისთვის, ფელიქსმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ