2 წლის და 11 თვის წინ
რა ხდება არაუხოსა და "ბაიერნს" შორის - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი, რონალდ არაუხო ბოლო დროს მიუნხენის "ბაიერნთან" არაერთხელ დააკავშირეს.
ამ საკითხზე ესპანურ მედიაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ირკვევა, ურუგვაელმა მცველმა ამ მომენტისთვის "რეკორდმაისტერი" უარით გაისტუმრა და იანვარში ის გერამნულ კლუბს არ შეუერთდება.
ამასთანვე, ფეხბურთელის გარემოცვამ უარყო ის ცნობები, რომ 24 წლის მოთამაშემ მიუნხენელებისგან არაერთი სატელოფონო ზარი მიიღო.
აქვე უნდა ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ არაუხო ამ მომენტისთვის 100%-ით მხოლოდ "ბლაუგრანაზეა" კონცენტრირებული და არანაირ ტრანსფერზე არ ფიქრობს.
ცნობისთვის, რონალდს კატალონიელებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი