2 წლის და 1 თვის წინ
ტრანსფერი არ გამოდის - ვისი დამატება უნდოდა ჩავის
ავტორი
Aa
"ბარსელონას" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარმცველის დამატება სურდა, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელი ჩანს, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის სასურველი ვარიანტი ლონდონის "ტოტენჰემის" არგენტინელი შუახაზელი, ჯოვანი ლო ჩელსო გახლდათ.
ლო ჩელსოს გაფორმება წარმოუდგენელი ამოცანაა, რადგან "სპურსი" მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.
მიუხედავად სეზონის მძიმე სტარტისა, ჯოვანი "ტოტენჰემისთვის" კვლავ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. უკანასკნელ 3 მატჩი 27 წლის ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 2 გოლიც გაიტანა.
"ბარსას" არგენტინელის იჯარის წესით დამატების იმედი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას რეალობად ქცევა არ უწერია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი