"ლა პალმასის" პრეზიდენტმა, მიგელ ანხელ რამირესმა Mundo Deportivo-ს გაუმხილა პედრი გონსალესის "ბარსელონაში" ტრანსფერის ფინანსური დეტალები.
"თანხა 20 მილიონ ევროს აჭარბებს. დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ბევრი რამ დამავიწყდა, მაგრამ ჩვენ 20-მილიონიან ნიშნულს გადავცდით.
ვფიქრობ, როცა "ბარსელონამ" ის გაიფორმა, შეთანხმებაში 5 კლაუსულა ჩაიდო. აქედან 3 5-5-მილიონიანი იყო, რომლებიც გადახდილ იქნა, ერთი სანაკრებო მატჩებს შეეხებოდა, კიდევ 1 კი აღარ მახსოვს.
საბოლოო ჯამში, პედრის "ბარსაში" ტრანსფერის ღირებულება 20-25 მილიონ ევროს შორის მერყეობს," - თქვა რამირესმა.
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ესპანელი ტალანტის ტრანსფერი 2020 წელს შეათანხმეს. კლუბმა წინასწარ 5 მილიონი ევრო გადაიხადა. როგორც "ლას პალმასის" პრეზიდენტის ნაამბობიდან ვიგებთ, პედრი "ბარსას" უკვე დაუჯდა 15 მილიონი ევრო, თუმცა ეს თანხა კიდევ გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ გონსალესი დღეს "ბლაუგრანას" საკვანძო ფეხბურთელია. მას "ბარსას" მაისურით 117 მატჩი აქვს ჩატარებული.