logo

10 წელი მესის სპექტაკლიდან [ვიდეო]

დღეს ზუსტად 10 წელი გავიდა იმ ჯადოსნური საღამოდან, როდესაც "ბარსელონას" არგენტინელმა მეგავარსკვლავმა, ლეო მესიმ თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მაშინ "ლა პულგამ" ლონდონის "არსენალს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში პოკერი შეუსრულა და პირადად გამოთიშა "მეთოფეები" ასპარეზობას.

შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა ლეგენდარულმა თავკაცმა, არსენ ვენგერმა შემდეგი რამ განაცხადა:

"მესი ფლეისთეიშენის მოთამაშესავითაა. ის ძალიან ახალგაზრდაა და კიდევ ბევრის მიღწევა შეუძლია. ლეო შეუძლებელს შესაძლებელს ხდის. იგი ეპოქას შექმნის და ასეთ დონეზე კიდევ მინიმუმ 6-7 წელი იქნება."

როგორც ხედავთ, ფრანგი სპეციალისტის სიტყვები ზუსტად გამართლდა.


5 თვის წინ
1503 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი