2 წლის და 1 თვის წინ
უცნობი ისტორია! - რატომ თქვა “ბარსელონამ” ობამეიანგის დაბრუნებაზე უარი
უცნობი ისტორია! - რატომ თქვა “ბარსელონამ” ობამეიანგის დაბრუნებაზე უარი

როგორც მოგეხსენებათ, 35 წლოს გაბონელი თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩინებულ ფორმაშია.

გაბონელ ფეხბურთელს “მარსელის” მაისურით გამორჩეული სეზონი აქვს.

გავლენიანი ესპანური სააგენტოს, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ობამეიანგმა, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ, “ბარსელონას” საკუთარი თავი შესთავაზა, თუმცა “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ იგი უარით გაისტუმრა.

როგორც ირკვევა, კლუბში ფიქრობდნენ, რომ შემადგენლობას კიდევ ერთი თავდამსხმელით გაძლიერება უბრალოდ არ სჭირდებოდა.

ცნობისთვის, ობამეიანგმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები