2 წლის და 1 თვის წინ
ჩავი ნდობას კარგავს - "ბარსას" გასახდელში რაღაც დაირღვა
ავტორი
Aa
"ბარსელონას" გასახდელში რაღაც ისე აღარ მუშაობს, - იუწყება ჟურნალისტი ადრიან სანჩესი.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ფეხბურთელთა შორის პესიმიზმი ჭარბობს. ჩავი ერნანდესი შეცდომებს რომ უშვებს, აშკარაა, თუმცა ხელს მას აღარც მოთამაშეები უწყობენ.
ჟურნალიტის შეფასებით, "ბარსას" ზოგიერთ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ საფეხბურთო საკითხები გუნდის ამჟამინდელ თავკაცზე უკეთ ესმის. ცხადია, ეს გუნდში არსებულ სიტუაციაზე მხოლოდ უარყოფითად მეტყველებს.
ჩავის რომ წყალი შეუდგა, ამაზე წერს Diario AS-ის რეპორტიორი ხავი მიგელიც. მისი თქმით, კლუბის მაღალ ეშელონებში შფოთვა უფრო და უფრო იზრდება.
შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" გუშინ ლა ლიგის ლიდერ "ჟირონასთან" შინ პირწმინდად წააგო, ანგარიშით 2:4, და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს მთელი 7 ქულით ჩამორჩა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
3 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
3 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი