11 თვის და 2 კვირის წინ
რა შემთხვევაში იფიქრებს "ბარსა" რაფინიას გაყიდვაზე
რა შემთხვევაში იფიქრებს "ბარსა" რაფინიას გაყიდვაზე

"ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი, რაფინია კატასტროფულ ფორმაში იმყოფება. 27 წლის გარემარბმა "ჟირონასთან" გუშინ გამართულ მატჩშიც ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და გულშემატკივარს კიდევ უფრო გაუმყარა რწმენა, რომ "ბარსაში" მას მომავალი არ აქვს.

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, რომელიც საკმაოდ მძიმეა, როხერ ტორელოს თუ დავუჯერებთ, რაფინია "ბლაუგრანასთვის" ხელშეუხებლის სტატუსს ისევ ინარჩუნებს.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის თქმით, რაფინიას გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კლუბი მის სანაცვლოდ სარფიან შეთავაზებას მიიღებს და ბრაზილიელის შემცვლელიც შეგულებული ეყოლება.

თუ "ბარსა" შემადგენლობის არსებულ დონეს ვერ გააუმჯობესებს, "ლიდს იუნაიტედიდან" შეძენილი ფლანგელის გასხვისება არც კი განიხილება.

ასე და ამგვარად, "ბლაუგრანას" 11-იანის იანვარში გაყიდვას არ უნდა ველოდოთ. ყველაფერი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარასა და მისი მიმდინარეობისას გამოჩენილ ვარიანტებზე იქნება დამოკიდებული.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში რაფინიამ 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.


Facebook კომენტარები