logo

გრიზმანი "მანჩესტერ იუნაიტედში" - კითხვას პასუხი გაეცა

გრიზმანი "მანჩესტერ იუნაიტედში" - კითხვას პასუხი გაეცა

"ბარსელონას" ფრანგ თავდამსხმელს, ანტუან გრიზმანს მრავალი წელია, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.

უამრავი ზაფხულის მანძილზე ბრიტანული ტაბლოიდები წერდნენ, რომ "ემიუს" შვიდი ნომერი სწორედ მსოფლიოს ჩემპიონისთვის იყო გამზადებული.

საბოლოო ჯამში, ანტუანი "ბლაუგრანაში" აღმოჩნდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი და "წითელი ეშმაკუნების" კავშირზე ჭორების გავრცელებაში.

მიუხედავად ამისა, Daily Mail წერს, რომ გრიზმანისა და მანკუნიელთა "სასიყვარულო ისტორია" საბოლოოდ დასრულდა.

წყაროს თანახმად, მანჩესტერელებმა გადაწყვიტეს, რომ აქცენტი ახალგაზრდა ინგლისელ ვარსკვლავებზე გააკეთონ, რომლებსაც ხანგრძლივი პერსპექტივა აქვთ. ამ პროექტის ნაწილი გახლდათ ზაფხულში აარონ ვან ბისაკასა და ჰარი მაგგუაიერის ტრანსფერი.

როგორც ჩანს, გრიზისთვის "ოლდ ტრაფორდის" კარი დაიხურა, მაგრამ იმედი ვიქონიო, რომ ეს მას მაინცდამაინც არ დაამწუხრებს.

3 თვის წინ
1141 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ