logo

საუკუნის კითხვა - იყიდება თუ არა "რეალის" მაისურები ბარსელონაში

საუკუნის კითხვა - იყიდება თუ არა "რეალის" მაისურები ბარსელონაში

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობა ესპანეთის ჩემპიონატით, კერძოდ კი "ბარსათი" და "რეალით" დაინტერესდა, მათი ომის შესახებ საუბრები არ წყდება.

ალბათ ყველას გსმენიათ შემდეგი მითები: "ბარსაში თეთრი ფერის მაისურებს არ იცვამენ" , "მადრიდელები ეზიზღებათ", "ისინი ერთმანეთს კლავენ" და ა.შ. თუ გსმენიათ, ახლა ის დროა ყველანი ერთდროულად დავანგრიოთ.

სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შუაგულ კატალონიაში არაერთ სპორტულ მაღაზიას შეხვდებით, სადაც "რეალის" ფორმის შეძენას შეძლებთ, თანაც ისე, რომ არც არავინ გცემთ და არც არავინ გაგლანძღავთ, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე ულტრასს თვალში ცუდად არ მოხვდით.

მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენზე თავდასხმის სურვილი "რეალის" ფორმის გამო ბარსაში მოსიარულეთა მინიმალურ ნაწილს, დაახლოებით 2%-ს შეიძლება გაუჩნდეს, ისიც იმიტომ, რომ თქვენი თამამი ქმედება ("რეალის" ფორმით ბარსელონაში სიარული) შესაძლოა გამიზნულ პროვოკაციად მიიჩნიონ.

    • ფოტო გადაღებულია ბარსელონაში.

 საუკუნის კითხვა - იყიდება თუ არა "რეალის" მაისურები ბარსელონაში


10 თვის წინ
560 / 0
ლუკა ალავიძე
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 879
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ