როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, რონალდ არაუხომ ტრავმა მიიღო და ოპერაცია ჩაიტარა.
ურუგვაიელმა ფეხბურთელმა, ამ მძიმე პერიოდის და სხვა საკითხების შესახებ კომენტარი გააკეთა.
"ტრავმამ დიდი დახმარება გამიწია. შემეძლო გამეანალიზებინა ყველაფერი და მენახა ჩემი შეცდომები. უამრავ ვიდეოს ვუყურე, ფიზიკურადაც ბევრად უკეთსი გავხდი."
"ჩავის მოსვლასთან ერთად ბევრი რამ ვისწავლე, რადგან მან დააბრუნა ბარსას ფილოსოფია, რომელიც ბოლო წლებში დაიკარგა. მე ვარ ის, ვინც ყველაზე მეტი ისწავლა, მაგრამ გუნდი შეიცვალა და ეს აისახება შედეგებზე."
"დიახ, მე ჩემს თავს ლიდერად ვთვლი ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. მოედანზე მუდმივად ვლაპარაკობ, რადგან ეს არის კონცენტრირების საშუალება."
"ბედნიერი ვარ "ბარსელონაში" ყოფნით. ამას ყოველთვის ვამბობდი და კონტრაქტის გახანგრძლივებით ეს ვაჩვენე კიდევაც." - თქვა არაუხომ.